სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2014-2015 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის მაგისტრატურაში მიღების ვადები (*განახლებული)
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2014-2015 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის მაგისტრატურაში მიღების ვადები:
– სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მაგისტრატურაში მიიღება ეროვნული გამოცდების მხოლოდ B ტესტ ჩაბარებული მაგისტრანტობის კანდიდატთა საბუთები
ა) მაგისტრანტობის კანდიდატთა
საბუთების მიღება (რეგისტრაცია) –
1 - 4 სექტემბერი;
ბ)
გამოცდა უცხო ენაში -
8 სექტემბერი;
გ) გამოცდის შედეგების გამოცხადება – 9 სექტემბერი;
დ) გამოცდის შედეგების გასაჩივრება – 10 - 12 სექტემბერი;
ე) აპელაციის შედეგების გამოცხადება – 15 სექტემბერი;
ვ)
გამოცდა სპეციალობაში (წერითი კომპონენტი) –
10 სექტემბერი;
ზ)
გამოცდა სპეციალობაში (ზეპირი კომპონენტის ჩაბარება) –
12 სექტემბერი;
თ) გამოცდის (წერითი კომპონენტი) შედეგების გამოცხადება – 11 სექტემბერი;
ი) გამოცდის შედეგების გასაჩივრება – 12 - 16 სექტემბერი;
კ) აპელაციის შედეგების გამოცხადება – 17 სექტემბერი;
ლ)
ხელშეკრულების გაფორმება მაგისტრანტობის კანდიდატებთან -
18 - 23 სექტემბერი;
მ) ჩარიცხვის ბრძანების პროექტის მომზადება - 29 სექტემბერი.
თსუ-ს ფაკულტეტების მიმღებ კომისიაში წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:
ა) განცხადება თსუ-ს რექტორის სახელზე;
ბ) ფოტოსურათის (3X4)- ბეჭდური 2 ცალი და ელექტრონული ვერსია ჩD-ზე;
გ) ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (2014 წლის კურსდამთავრებულთათვის - ცნობა ხარისხის მინიჭების თაობაზე);
დ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის (პასპორტის) ასლი;
ე) უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ვ) ქართული ენის B B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ზ) წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
თ) უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
ი) სხვა დოკუმენტი, თუ ასეთს ითვალისწინებს სამაგისტრო პროგრამა.
« იხ. ყველა სიახლე