ბეჭდვა |/ დახურვა
 
2014-08-27

საერთაშორისო ურთიერთობების სადოქტორო პროგრამაზე ჩაბარების მსურვლთა საყურადღებოდ!!!

საერთაშორისო ურთიერთობების სადოქტორო პროგრამაზე ჩაბარების მსურვლებემა გარდა უნივერსიტეტის მიერ მოთხოვნილი სააპლიკაციო პაკეტისა, დამატებით უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:

1. სამოტივაციო წერილი (აპლიკანტებმა უნდა აღწერონ საკუთარი აკადემიური და პროფესიული გამოცდილება, განიხილონ კარიერასთან დაკავშირებული სამომავლო მიზნები და ნათლად ახსნან თუ რატომ სურთ აღნიშნულ პროგრამაზე სწავლა. მათ ასევე უნდა მოიხსენიონ საკითხი, რომლის კვლევაც სურთ).

2. წერილობითი ნამუშევრის ნიმუში (კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ ათგვერდიანი ნიმუში. განხილული საკითხები დაკავშირებული უნდა იყოს საერთაშორისო ურთიერთობებთან ან სოციალური მეცნიერებების სხვა საკითხებთან).

3. წიგნის ერთგვერდიანი მიმოხილვა (აპლიკანტებმა უნდა მიმოიხილონ ნებისმიერი წიგნი საერთაშორისო ურთიერთობებიდან, რომელიც მათ ბოლო დროს წაიკითხეს. მათ უნდა აღნიშნონ რას ეხებოდა წიგნი, რა ისწავლეს მისგან და რატომ მოეწონათ(ან არ მოეწონათ) ).

ყველა ეს დოკუმენტი წარმოდგენილი უნდა იქნას უნივერსიტეტის მიერ გამოცხადებული რეგისტრაციის ვადებში.
წინამდებარე პროგრამაზე ჩასარიცხად ასევე სავალდებულო ეტაპია გასაუბრება და ინგლისური ენის C1 დონის გამოცდის ჩაბარება, ან შესაბამისი ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის წარმოდგენა(მოთხოვნილი დონის შესაბამისი ქულებით), რომელსაც აღიარებს თსუ ენების ცენტრი.

Print

« იხ. ყველა სიახლე