2018-02-21
"ბულინგი მოზარდებში" - კვირეული სკოლის მასწავლებელთათვის
"31 იანვრიდან 2 თებერვლამდე თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტისა და თსუ საბავშვო უნივერსიტეტის ორგანიზებით ჩატარდა კვირეული „
ბულინგი მოზარდებში.” კვირეულის ფარგლებში სასკოლო ბულინგის დაძლევაზე მასწავლებელთათვის ლექცია-დისკუსიებს გაუძღვნენ ასისტენტ-პროფესორი სალომე ნამიჭეიშვილი, ასოცირებული პროფესორი თეონა მატარაძე და არაძალადობრივი კომუნიკაციის ინსტიტუტის წარმომადგენელი, სოციალური მუშაკი ანი სუბელიანი. კვირეულის ბოლოს გაიმართა ფრანსუა ტრიუფოს ფილმის "400 დარტყმის" ჩვენება, რომელსაც პედაგოგებთან ერთად სკოლის მოსწავლეებიც ესწრებოდნენ. პროექტში ჩართულ მასწავლებლებს გადაეცათ მონაწილეობის დამადასტურებელი სერთიფიკატები.
« იხ. ყველა სიახლე