ბეჭდვა |/ დახურვა
 
2018-03-26

„სტუდენტთა ჟურნალი სოციალურ მეცნიერებებში“ აცხადებს სტატიების მიღებას ჟურნალის მეხუთე ნომრისთვის


სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის „სტუდენტთა ჟურნალი სოციალურ მეცნიერებებში“ აცხადებს სტატიების მიღებას ჟურნალის მეხუთე ნომრისთვის.

ჟურნალი გამოსაქვეყნებლად იღებს ერთი ან ორი, ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტის მიერ შესრულებულ სტატიას. 

სტატია განსახილველად მიიღება მხოლოდ შესაბამისი დეპარტამენტის/დეპარტამენტების პროფესორის/პროფესორების წერილობითი რეკომენდაციის არსებობის შემთხვევაში. რედაქციაში შემოსული   სტატია ან მისი ნაწილი ჟურნალში მიღებამდე არ უნდა იყოს გამოქვეყნებული ან/და სხვა გამოცემაში დასაბეჭდად წარდგენილი.  პლაგიატის აღმოჩენის შემთხვევაში, ნაშრომი ავტომატურად მოიხსნება განხილვიდან და ავტორის მიერ  მოწოდებული სხვა ტექსტები შემდგომში აღარ მიიღება. ერთ ნომერში შეიძლება გამოქვეყნდეს სტუდენტის მიერ ინდივიდუალურად ან თანაავტორობით შესრულებული ერთი სტატია. 
რედაქცია გამოსაქვეყნებლად მიიღებს მინიმუმ 2500 და მაქსიმუმ 5000 სიტყვამდე (დანართისა და ბიბლიოგრაფიის ჩათვლით) მოცულობის ტექსტს.

ჟურნალში წარმოდგენილი სტატია გაივლის შიდა რეცენზირებას საუნივერსიტეტო სივრცის შესაბამისი დარგის პროფესორთან. გამოქვეყნებამდე ავტორს, შესაძლოა, რამდენჯერმე მოუხდეს სტატიის გადამუშავება.
სტატიები მიიღება 2018 წლის 15 მაისის ჩათვლით ელექტრონულ ფოსტაზე: sjss@tsu.ge.
დაგვიანებით ან მითითებული ინსტრუქციის გათვალისწინების გარეშე გამოგზავნილ ნაშრომები არ მიიღება.

საკონტაქტო პირები:

თეონა მატარაძე  
ელფოსტა: teona.mataradze@tsu.ge
ტელეფონი: 599 16 79 76

თეონა თაბუაშვილი 
ელფოსტა: teona.tabuashvili@tsu.ge
ტელეფონი: 558 000 689 

ინსტრუქცია ავტორთათვის

ჟურნალის სარედაქციო კოლეგია

Print

« იხ. ყველა სიახლე