ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე გრძელდება საჯარო ლექციათა ციკლი „სოციალური და პოლიტიკური ტრანსფორმაცია: საქართველო ფოკუსში“.
1 ნოემბერს, 17:00 სთ-ზე ინტერდისციპლინური დეპარტამენტის პროფესორი რევაზ ჯორბენაძე წაიკითხავს ლექციას თემაზე: „ფსიქოისტორია, პოლიტიკა და ჯგუფური ფანტაზიები“.
მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 8, თსუ მეექვსე კორპუსი, 303-ე აუდიტორია