2 აპრილს, 10:30 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო აკადემიური კონფერენცია „კიბერუსაფრთხოება. საქართველო და შავი ზღვის რეგიონი“ გაიხსნება.
ღონისძიებას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის დირექტორი ჟან-ივ ლავუარი, პროფესორები და სტუდენტები დაესწრებიან.
კონფერენცია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის, კასტექსის სახელობის კიბერსტრატეგიის კათედრის, პარიზი 8–ის უნივერსიტეტისა და სავოის უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართება.
მისამართი:ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ პირველი კორპუსი, 101-ე აუდიტორია
დასწრება თავისუფალია!