2016-10-14
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდმა უეფას ფუტსალის თასის ძირითად ეტაპზე (Main round) მორიგ წარმატებას მიაღწია.
თსუ-ს ინფორმაციით, 12 ოქტომბერს თსუ-ს გუნდმა მაკედონიაში გამართულ შეხვედრაში 10:0 სძლია მასპინძელი ქვეყნის ჩემპიონს „ჟელეზჩინარს“ და მომდევნო ეტაპზე (Elite round) გადასასვლელად რეალური შანსი მიიღო.
პირველ შეხვედრაში აზერბაიჯანის ჩემპიონთან „არაზნახიჩევანთან" წაგების მიუხედავად, თსუ-ს ფუტსალის გუნდი 14 ოქტომბრის შეხვედრაზე კოსოვოს „ფენიქსთან“ ერთი ქულის აღების შემთხვევაშიც ევროპის 16 საუკეთესო გუნდს შორის მოხვდება და ელიტ რაუნდში იასპარეზებს.
თსუ გათამაშებაში პირველი (preliminary) რაუნდიდან ჩაერთო, რომელიც ფინეთში 16-21 აგვისტოს გაიმართა. საკვალიფიკაციო ეტაპზე მონაწილე 32 გუნდი გადანაწილებული იყო 8 ჯგუფში. თსუ ფუტსალის გუნდმა ქვეჯგუფში 9 ქულით პირველი ადგილი დაიკავა.
წყარო - IPN
« იხ. ყველა სიახლე