2011-02-21
18, 19 და 20 თებერვალს ქ.ქუთაისში გაიმართა კალათბურთელ ქალთა საქართველოს ჩემპიონატის პირველი წრის შეხვედრები.
ტურნირში მონაწილეობს 4 გუნდი: ზესტაფონი, ქუთაისი, რუსთავი და თსუ-ს გუნდები.
I ტურში თსუ -მ 84:39 დაამარცხა ქუთაისის ნაკრები, II ტურში თსუ დამარცხდა 54:61 ზესტაფონის გუნდთან, ხოლო III ტურში რუსთავის ნაკრებთან თსუ-მ გაიმარჯვა 60-47.
1. ზესტაფონი 6
2. თსუ 5
3. რუსთავი 4
4. ქუთაისი 3
« იხ. ყველა სიახლე