2011-04-17

თსუ სუპერლიგაში II ადგილზე გავიდა!

15 აპრილს ქუთაისში გაიმართა სუპერლიგა 2011 -ის ბოლო 12 ტურის თამაში თსუ-სა და ქუთაისის გუნდებს შორის. თამაში მასპინძლების გამარჯვებით 100-82 დასრულდა. I ადგილზე მყოფმა არმიამ კი ენერჯი ინვესტი 83-64 დაამარცხა და I ადგილზე გავიდა.
გთავაზობთ სუპერლიგა 2011 საბოლოო ცხრილს

სატურნირო მდგომარეობა
  გუნდი თ. მ/წ ბურთები ქულა
1 არმია 20 18 / 2 1747 / 1365 38
2 თსუ 20 16 / 4 1869 / 1627 36
3 ქუთაისი 20 15 / 5 1647 / 1460 35
4 შსს 20 14 / 6 1741 / 1524 34
5 სოხუმი 20 12 / 8 1622 / 1493 32
6 თსსუ 20 8 / 12 1494 / 1477 28
7 სტუ 20 7 / 13 1586 / 1693 27
8 ენერჯი 20 7 / 13 1395 / 1538 27
9 ბათუმი 20 6 / 14 1528 / 1656 26
10 სსაუ 20 5 / 15 1414 / 1646 25
11 დინამო 20 2 / 18 1367 / 1931 22

რამდენიმე დღეში დაიწყება პლეი ოფების სერია.

პლეი ოფში გასული 8 გუნდი მეოთხედფინალში დაწყვილდება: პირველ ადგილზე გასული გუნდი მერვეს შეხვდება, მეორე – მეშვიდეს, მესამე – მეექვსეს და მეოთხე – მეხუთეს. მეოთხედფინალურ სერიაში გამარჯვება ორ მოგებამდე იქნება, ხოლო მომდევნო, ნახევარფინალური სერიიდან ფინალში რომ გადავიდეს, გუნდმა 3 გამარჯვება უნდა მმოიპოვოს. საჩემპიონო სერიაც სამ გამარჯვებამდე იქნება.

პლეი ოფის პირველი წრიდან (მეოთხედფინალიდან) გავარდნილი გუნდები 4–8 ადგილებს გაითამაშებენ, ხოლო ნახევარფინალში წაგებულები, შესაბამისად – მესამე ადგილისთვის შეერკინებიან ერთმანეთს. პლეი აუტში ყველა დაპირისპირება ერთმატჩიანი იქნება. 

ამრიგად თსუ პლეიოფში მე-7 ადგილზე გასულ სტუ-ს დაუპირისპირდება.

ვულოცავთ თსუ- გუნდს და მათ გულშემატკივარს ასეთ დიდ წარმატებას!





Print

« იხ. ყველა სიახლე