ბეჭდვა |/ დახურვა |
11 ივლისს, 16 საათზე „ბრავო რექორდსში“ ეთნო -არტ ჯგუფის - „გორდელას“ სადებიუტო CD-ის პრეზენტაცია გაიმართა, რომელზეც მუშაობა ხმისჩამწერ სტუდიაში რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. „გორდელას“ ალბომში ჯგუფის რეპერტუარიდან ქართული ხალხური ტრადიციული მუსიკის 12 კომპოზიცია შეირჩა, რომელიც თანამედროვე და სრულიად ახლებური ფორმით გაჟღერდა. ამისათვის „ბრავო რექორდსის“ სპეციალური მოწვევით უნიჭიერესმა კომპოზიტორმა ლილიკო ნემსაძემ ჯგუფის მუსიკალურ ხელმძღვანელთან - თამაზ მამალაძესთან ერთად შექმნა არჩეული ნაწარმოებების გათანამედროვებული ვერსიები. ლილიკო ნემსაძისთვის აღნიშნული პროექტი კიდევ იმით იყო აღსანიშნავი, რომ მან პირველად და ფრიად წარმატებულად მოირგო პროექტის პროდიუსერის როლი. უახლოეს მომავალში „გორდელა“ სპონსორებთან ერთად გეგმავს ტურნეს როგორ საქართველოს მასშტაბით, ასევე საზღვარგარეთის ქვეყნებშიც.