2011-11-28

უნივერსიტეტის "მან-სან-კან"-ის გუნდი ფინალშია

     28 ნოემბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში შედგა მხიარულთა და საზრიანთა კლუბის საქართველოს ჩემპიონატის ნახევარფინალური შეხვედრა. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის "მან-სან-კან"-ის გუნდი ღირსეულად წარსდგა მაყურებლის წინაშე, დაიმსახურა სიმფატია ჟიურის მხრიდან და შედეგად გავიდა საქართველოს ჩემპიონატის ფინალში. სხა ფინალისტთა ვინაობა გაირკვევა 30 ნოემბერს, ხოლო ფინალი შედგება 2011  წლის დეკემბერში.
Print

« იხ. ყველა სიახლე