2011-12-19

თსუ-ს ფუტსალის ჩემპიონია!

   2011 წლის 17 დეკემბერს გაიმართა თბილისის ღია ჩემპიონატის ფინალური შეხვედრა ფუტსალში (Friendly Cup), სადაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდმა საქართველოს ჩემპიონი და ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდის - "იბერია სტარის" წინააღმდეგ შესანიშნავად იასპარეზა, გამარჯვება მოიპოვა და ტურნირის ჩემპიონი გახდა.
   თამაშის დროს არ წყდებოდა ვნებათა ღელვით აღსავსე შეძახილები ტრიბუნების მხრიდან.
მატჩი დაძაბულ ვითარებაში, გარდამავალი უპირეტესობით ვითარდებოდა. ძირითად დროში მოწინააღმდეგე გუნდებს შორის ანგარიში 3:3 დაფიქსირდა. დამატებითმა დრომაც ვერ გამოავლინა გამარჯვებული და შესაბამისად დაინიშნა პენალტების სერია. აღსანიშნავია თსუ-ის გუნდის  მეკარის - ლევან ზაქაიძის ბრწყინვალე თამაში. მან მესამე - გადამწყვეტი ბურთი მოიგერია და თსუ-ს ჩემპიონობა მოუტანა.
  
Print

« იხ. ყველა სიახლე