26 დეკემბერს სპორტის სასახლეში გაიმართა სუპერ ლიგის მე-10 ტურის შეხვედრები. ტურის ცენტრალურ მატჩში არმია შსს დაუპირისპირდა. მეტად დაძაბულ ბრძოლაში არმიამ 98-96 გაიმარჯვა და I ადგილზე გადაინაცვლა. აღსანიშნავია რომ ამ მნიშვნელოვან თამაშს 12.000 გულშემატკივარი დაესწრო, რაც უპრეცენდენტო შემთხვევაა არა მხოლოდ სუპერ ლიგის, არამედ საქართველოს კალათბურთის ისტორიაში.
სპორტში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს გულშემატკივარის ფაქტორს და მოვუწოდებთ თსუ სტუდენტებს , რათა უფრო აქტიურად დაესწრონ თამაშებს და თსუ გუნდი მეტად გაამხნევონ! ვრცლად