2017-04-26

პორტუგალიურენოვანი ფილმის ჩვენება თსუ-ში: „ბატუკი, როგორც ხალხის სული“ [ჟულიუ სილვაო ტავარეში, 2007, კაბო-ვერდე]

პარასკევს, 5 მაისს, 19:00 საათზე, პორტუგალიურენოვან ქვეყანათა პორტუგალიური ენისა და კულტურის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად გამართულ ღონისძიებათა ციკლის ფარგლებში, რომელიც ხორციელდება თსუ-კამოეშის პორტუგალიური ენის ცენტრისა და ბრაზილიის საელჩოს საქართველოში თანამშრომლობით, თსუ-ში გაიმართება კაბო-ვერდული ფილმის ჩვენება [თსუ, I კორპუსი, ოთახი 101].

ფილმის შესავალ სიტყვას წაიკითხავს:  იზაბელ გაშპარი [თსუ-კამოეშის პორტუგალიური ენის ცენტის დირექტორი] და ნატა ქურხული [თსუ-კამოეშის პორტუგალიური ენის ცენტრის სტუდენტი]

„ბატუკი, როგორც ხალხის სული“, ჟულიუ სილვაო ტავარეში, 2007, კაბო-ვერდე
პორტუგალიურად, ინგლისური ტიტრებით

ბატუკი  სანტიაგოს კუნძულისთვისაა დამახასიათებელი და საწყისს მე-15 საუკუნიდან იღებს. იგი კუნძულზე პირველ მონათა ცხოვრებას უკავშირდება და კაბო-ვერდეს კულტურის ერთ-ერთ უძველეს გამოხატულებას წარმოადგენს. ბატუკი რურალურ კულტურასთანაა დაკავშირებული და კოლონიზაციის დროს მორალის შეურაცმხყოფელად მიიჩნეოდა, ამიტომ, იდევნებოდა და აკრძალული იყო. გადარჩა თავისი წინააღმდეგობის წყალობით და დღემდე თაობიდან თაობას გადაეცემა.
ისტორიული წარსულის მიღმა, ფილმში ნაჩვენებია ბატუკის ინტიმური მხარე მისი შესრულებისას და ჯგუფი „ტამბარინას ფესვები“ - ერთ-ერთი ყველაზე ძველი ჯგუფი სანტიაგოს კუნძულზე. რეპეტიციებისა და თამაშის კვალდაკვალ იშლება მათი ყოველდღიური ცხოვრება,  ჯგუფის წევრები - მძღოლი, მიმტანი, დამლაგებელი და რამდენიმე თევზის ვაჭარი - გვიზიარებენ თავიანთ მისწრაფებას ბატუკისადმი და საშუალებას გვაძლევენ, აღმოვაჩინოთ დღევანდელი და გუშინდელი კაბო-ვერდე.



Print

« იხ. ყველა სიახლე