2016-12-22
პორტუგალიელი მწერლის ჯოზე ლუიშ პეიშოტუს ვიზიტი თბილისში [16-20 დეკემბერი, 2016]
ამა წლის 16-20 დეკემბერს, თსუ - კამოეშის პორტუგალიური ენის ცენტრის ინიციატივით და ფინანსური მხარდაჭერით, თბილისს სტუმრობდა პორტუგალიელი მწერალი ჯოზე ლუიშ პეიშოტუ, რომლის ბოლო რომანი „გალვეიაში“ ქართულ ენაზე ითარგმა და გამოვიდა 2016 წელს [მთარგმნელი გურანდა ფაჩულია, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა]. წიგნი გამოიცა ქართული წიგნის ეროვნული ცენტრისა და კამოეშის თანამშრომლობისა და ენის ინსტიტუტის მხარდაჭერით.
5 დღიანი ვიზიტის დროს ჯოზე ლუიშ პეიშოტუმ ლექციები წაიკითხა თსუ - კამოეშის პორტუგალიური ენის ცენტრში თანამედროვე პორტუგალიურ ლიტერატურაზე; პორტუგალიური ენის ცენტრის სტუდენტებთან ერთად წაიკითხა თავისი ლექსები მოძრაობის თეატრში და მონაწილეობა მიიღო „ზოესთან“ გამართულ „გალვეიშის“ კითხვის საღამოზე; ხოლო მთარგმნელთან გურანდა ფაჩულიასთან ერთად მწერალი შეხვდა ქართველ მკითხველს „გალვეიაშის“ ქართული თარგმანის პრეზენტაციაზე საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში და ისაუბრა წიგნის მნიშვნელობაზე.
[ფოტო: ანი გურულიშვილი - თსუ - კამოეშის პორტუგალიური ენის ცენტრის სტუდენტი
ნატა ჟვანია - ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა]

« იხ. ყველა სიახლე