2015-06-01

„დათუნია დრუნჩას კლინიკა“

1 ივნისს 15:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბავშვთა  საერთაშორისო დაცვის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება. EMSA-ს პროგრამის ეგიდით “Taddy Bear Hospital” –„დათუნია დრუნჩას კლინიკა“ იმუშავებს.

სამკურნალო და სტომატოლოგიური პროფილის პედიატრები  სპეციალურად მომზადებულ კარვებში მოხდება ბავშვთა პირველადი დიაგნოსტიკა.  ბავშვები დასაჩუქრდებიან  სპონსორი კომპანიის მიერ  მოწოდებული  პირის ღრუს სამკურნალო საშუალებებით.  ღონისძიება მიზნად ისახავს მოზარდებისთვის „თეთრი ხალათის" შიშის მოხსნას.

ღონისძიების ორგანიზატორები არიან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  მედიცნის ფაკულტეტის სტუდენტური თვითმართველობა, ევროპის მედიკოს სტუდენტთა ასოციაცია თსუ-ში (EMSA TSU ), საქართველოს ექიმთა ასოციაცია (GMA); სპონსორია შპს „Good Company”; დამხმარე ჯგუფი -  სტომატოლოგიური კლინიკა “Eliz Dent”.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. N:1 თსუ I კორპუსის ეზო

« იხ. ყველა ანონსი