2019-05-23
მამია ბერიშვილის წიგნის „რკინის რიდეს“ პრეზენტაცია
23 მაისს, 17:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დამოუკიდებლობის კვირეულის ფარგლებში, მართავს ცნობილი ქართველი ემიგრანტის მამია ბერიშვილის წიგნის „რკინის რიდეს“ პრეზენტაციას. წიგნში წარმოდგენილია მამია ბერიშვილის მოგონებები, რომელიც საქართველოს უახლესი ისტორიის მნიშვნელოვან მოვლენებს წარმოაჩენს, წიგნში ასევე წარმოდგენილია მამია ბერიშვილის მოგონებები, დოკუმენტები და ფოტოები.
2015 წელს მამია ბერიშვილის შვილმა კულტურისა და ქართველ ხალხთა მეგობრობის ფრანგული ასოციაციის პრეზიდენტმა ტიერი ბერიშვილმა მშობლების მამია და ქრისტინე ბერიშვილების პირადი არქივი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს გადასცა. მამია და ქრისტინე ბერიშვილების არქივი უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაშია დაცული. სწორედ ბერიშვილების არქივში არსებული მასალების საფუძველზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკამ მოამზადა მამია ბერიშვილის წიგნი გამოსაცემად. წიგნი გამოიცა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობის მიერ.
მისამართი: თსუ, I კორპუსი, ბიბლიოთეკა, მარო მაყაშვილის მცირე სამკითხველო დარბაზი, ი. ჭავჭავაძის გამზ. #1.