2015-03-08

რობერტ სტურუას სპექტაკლის „ასულნი“ ჩვენება და საჯარო განხილვა

8 მარტს, 19.00 საათზე რუსთაველის თეატრი წარმოგიდგენთ  რობერტ სტურუას სპექტაკლს „ასულნი“, რომლის დასრულებისთანვე გაიმართება სპექტაკლის განხილვა.

განხილვაში მონაწილეობას მიიღებენ  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, თსუ-სა და სხვა უმაღლესი სასწავლებლების პროფესორ-მასწავლებლები,  მწერლები, ექსპერტები და სტუდენტები. ამასთან, სპექტაკლის განხილვაში ჩართვის საშუალება მიეცემათ მაყურებლებსაც, რომლებიც შეძლებენ მათთვის საინტერესო შეკითხვებზე პასუხი მოისმინონ  შემოქმედებითი ჯგუფისგან, სპექტაკლში მონაწილე მსახიობებისა და  რეჟისორ რობერტ სტურუასგან.

მოწვეული სტუმრები სპექტაკლს ხელოვნებათმცოდნეობის, ლიტერატურათმცოდნეობის, ფილოსოფიის, ფსიქოლოგიის, თეოლოგიისა და სოციალურ-პოლიტიკური მიმართულებებით განიხილავენ.

პროექტი რუსთაველის თეატრსა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ხორციელდება.

პროექტის ავტორი და მოდერატორი - დავით მაზიაშვილი.

მისამართი: რუსთაველის გამზ. №17

« იხ. ყველა ანონსი