2009-12-15

Tempus-ის ახალი საგრანტო კონკურსი

15 დეკემბერს 11:00 საათზე ივანე ჯავახიშვლის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლაში ტემპუსის ახალი საგრანტოკონკურსის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება. შეხვედრას დაესწრებიან თსუ-ის რექტორი გიორგი ხუბუა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნოდარ სურგულაძე და პერ ეკლუნდი – საქართველოში ევროკომისიის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი.

Tempus- ის ეროვნული ოფისის ამოცანაა გაზარდოს პროგრამის ეფექტურობა და გააძლიეროს მისი გავლენა საქართველოში, ევროკომისიისა და შესაბამისი ეროვნული სამსახურის მხარდაჭერის გზით.

მის: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა (ზანდუკელის ქ.16) 

 

« იხ. ყველა ანონსი