2015-04-21
ჟურნალის „თსუ მეცნიერება“ ახლადშექმნილი ვებგვერდის პრეზენტაცია
21 აპრილს, 16:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჟურნალის „თსუ მეცნიერება“ ახლადშექმნილი ვებგვერდის tsu.ge/science და ჟურნალის 2014 წლის წლიური გამოშვების პრეზენტაცია გაიმართება.
ახალი ვებგვერდი ორენოვანია და ის მომხმარებელს გააცნობს ჟურნალში „თსუ მეცნიერება“ გამოქვეყნებულ მასალებს და ინფორმაციას მკვლევრების შესახებ; ვებ-გვერდს აქვს ფორუმი, რომელიც მეცნიერებით დაინტერესებულ მკითხველს, რომლებიც საიტზე დარეგისტრირდებიან, კვლევების შესახებ მოსაზრების გამოთქმის და მეცნიერებთან დისკუსიაში ჩართვის საშუალებას მისცემს; ვებგვერდზე ასევე განთავსდება თსუ-ს მთავარი სამეცნიერო სიახლეების შესახებ უახლესი ინფორმაცია; თსუ და მოწვეული ლექტორების მიერ ჩატარებული საჯარო ლექციების ვიდეო-მასალა; ვებგვერდის ენა და მოხმარება მარტივია და ის არა მხოლოდ მეცნიერებისთვის, არამედ ფართო საზოგადოებისთვის არის გამიზნული.
ჟურნალი „თსუ მეცნიერება“ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილსის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოცემაა. სამეცნიერო-პუპულარული ჟურნალის მიზანია საზოგადოებას უნივერსიტეტში მიმდინარე სამეცნიერო პროცესების შესახებ მიაწოდოს ინფორმაცია. აქ წარმოდგენილია მასალები თანამედროვე კვლევების შესახებ, რომლებმაც უკვე მოიპოვეს საერთაშორისო გამოხმაურება; მიღებული აქვთ კვლევითი გრანტები; მათ შესახებ ქვეყნდება სტატიები მაღალრეიტინგულ სამეცნიერო გამოცემებში; მოხსენებები წარმოდგენილია სამეცნიერო კონფერენციებზე; ხშირ შემთხვევაში ეს კვლევები წარმატებული საერთაშორისო თანამშრომლობის შედეგია.
ჟურნალი გამოდის ორ - ქართულ და ინგლისურ ენებზე. პირველი ორენოვანი ჟურნალი 2011 წელს გამოვიდა და ყოველწლიურად ორი ნომერი გამოდიოდა; 2014 წლიდან კი გამოცემა უკვე ყოველწლიურია და ორ დამოუკიდებელ - ქართულ და ინგლისურ პუბლიკაციებად არის წარმოდგენილი.
მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, სააქტო დარბაზის ფოიე
« იხ. ყველა ანონსი