2015-05-23

საქართველოს ეკონომისტთა სამეცნიერო საზოგადოების დაფუძნება

23 მაისს, 15.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პაატა გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტის ინიციატივით დაფუძნდება საქართველოს ეკონომისტთა სამეცნიერო საზოგადოება.

საზოგადოების ერთ-ერთი დამფუძნებელი და პრეზიდენტია თსუ რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, დამფუძნებლები არიან აკადემიკოსი ავთანდილ სილაგაძე, მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი ლეო ჩიქავა,  პროფესორი თეიმურაზ ბერიძე, პროფესორი რამაზ აბესაძე.

საზოგადოების საქმიანობის მიზნია ხელი შეუწყოს ქვეყანაში ეკონომიკისა და ეკონომიკური მეცნიერების განვითარებას. საზოგადოება ხელს შეუწყობს მეცნიერ-ეკონომისტთა კონსოლიდაციას ქვეყნის მასშტაბით; ქვეყანაში განათლებისა და მეცნიერების ინტეგრაციას; საქართველოს ეკონომიკური მეცნიერების საერთაშორისო სამეცნიერო ურთიერთობებში ჩართულობის გაძლიერებას; მოამზადებს სამეცნიერო ნაშრომებს რომლებიც გამოიცემა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ; მონაწილეობას  მიიღებს საერთაშორისო ასოციაციების მუშაობაში და საერთაშორისო სამეცნიერო პროექტების განხორციელებაში; წარადგენს პროექტებს საერთაშორისო გრანტების მოსაპოვებლად; ჩაატარებს ადგილობრივი და საერთაშორისო მნიშვნელობის სამეცნიერო ღონისძიებებს (კონფერენციები, სიმპოზიუმები, კონგრესები, სემინარები და ა. შ.); გამართავს მრგვალ მაგიდებს, შეხვედრებს ქვეყნის ეკონომიკისა და ეკონომიკური მეცნიერების საკითხებზე და სხვა.
    
მისამართი: ქიქოძის ქ. 14, პაატა გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტი

« იხ. ყველა ანონსი