2020-02-29

თსუ პრე-აქსელერაციის პროგრამა

29 თებერვალს, 18:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრე-აქსელერაციის პროგრამის JET29 გამარჯვებულები გამოვლინდებიან.
პრე-აქსელერაციის პროგრამის დასკვნით ღონისძიებაზე პროგრამაში მონაწილე  გუნდები საკუთარ იდეებს სპეციალურად შერჩეულ ჟიურის წარუდგენენ. გამარჯვებულ გუნდებს სხვადასხვა სახის პრიზები გადაეცემათ და ქართულ კერძო კომპანიებში ერთთვიანი მენტორობის შესაძლებლობა მიეცემათ. 
ღონისძიებას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, „საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს“ თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე, „საქართველოს ბანკის“ და „ბრიტანეთის საბჭოს“ წარმომადგენლები დაესწრებიან.
JET29 თსუ-ცოდნის გადაცემისა და ინოვაციების ცენტრის პრე-აქსელერაციის პირველი პროგრამაა, რომლის ფარგლებში, 19-27 თებერვალს, პროგრამაში მონაწილე გუნდებმა ინტენსიური სატრენინგო კურსი გაიარეს და სტარტაპ იდეების დახვეწის შესაძლებლობა მიეცათ. სატრენინგო კურსს სტარტაპ ეკოსისტემაში აქტიურად მონაწილე ტრენერები უძღვებოდნენ: დავით ჩეჩელაშვილი, ნიკოლოზ გოგოჭური, მერაბ კუცია, ლია მოშიაშვილი, ნოდარ შარაბიძე და მახარე მერებაშვილი.
პრე-აქსელერაციის პროგრამა დამწყები სტარტაპერების განვითარებას უწყობს ხელს. პროგრამის მიზანია ადგილობრივი ინოვაციურ-ტექნოლოგიური პოტენციალისა და სტარტაპ ეკოსისტემის გაძლიერება. 
პროგრამისა და ღონისძიების მხარდამჭერები არიან: საქართველოს ბანკი; საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო (GITA); ბრიტანეთის საბჭოს  პროგრამა „შემოქმედებითი ნაპერწკალი“.

მისამართი: გაგარინის 29ა, საქართველოს ბანკის სათაო ოფისის ფოიე

« იხ. ყველა ანონსი