2010-02-16

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს განცხადება

თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატთა რეგისტრაციის შესახებ


1.    გამოცხადდეს  კანდიდატთა რეგისტრაცია თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის თანამდებობის დასაკავებლად.

2.    რეგისტრაციასთან დაკავშირებით განცხადებების მიღება დაიწყოს 2010 წლის 16 მარტის 10 საათიდან.


3.    განცხადების წარდგენის ბოლო ვადად განისაზღვროს  2010 წლის 29 მარტის 18 საათი.

4.    განცხადების წარდგენა იწარმოებს თსუ საარჩევნო კომისიაში (თსუ II კორპუსი, ოთახი № 4).
5.    კანდიდატებმა სარეგისტრაციოდ უნდა წარმოადგინონ:
•    სრული ან ასოცირებული პროფესორობის დამადასტურებელი საბუთი;
•    პირადობის მოწმობის ასლი;
•    ორი ფოტოსურათი;
•    ავტობიოგრაფია (CV);
•    ფაკულტეტის განვითარების კონცეფცია.

თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭო.

2010 წლის 15 თებერვალი

« იხ. ყველა ანონსი