2014-12-08

ალპური კლუბის გამოფენა თსუ-ში

8 დეკემბერს, 14.00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ ალპური კლუბის ფოტოგამოფენა გაიმართება.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ალპინიადის მონაწილე სტუდენტი მთამსვლელების და ინსტრუქტორების მიერ გადაღებული სურათები.  ერთი კვირის განმავლობაში ექსპოზიცია ყოველდღე შეიცვლება. სულ 150-მდე ფოტო გამოიფინება, რომელზეც სტუდენტების მიერ დალაშქრული მწვერვალები,  ექსპედიციები იქნება ასახული.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, ფოიე





« იხ. ყველა ანონსი