2019-12-24

რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2019 წლის შემაჯამებელი ღონისძიება

24 დეკემბერს, 11:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2019 წლის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართება. 
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება ფონდის მიერ 2019 წელს განხორციელებული პროგრამებისა და პროექტების შედეგები, 2020 წლის პრიორიტეტები და გეგმები. 
შეხვედრას დაესწრებიან საქართველოს მთავრობის და პარლამენტის წევრები, ახალშექმნილი რუსთაველის სამეცნიერო ფონდი- ალუმნის ქსელის წევრები (ფონდის გრანტიორები), ახალგაზრდა მეცნიერები, აკადემიური წრეების, საზოგადოების, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. 

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზირი #1; პირველი კორპუსი, სააქტო დარბაზის ფოიე.

« იხ. ყველა ანონსი