2019-05-15

საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის პარლამენტართა ჯგუფის ვიზიტი თსუ-ში

15 მაისს, 17.30 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს  საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის პარლამენტართა ჯგუფი ეწვევა. სამუშაო შეხვედრის მიზანია ფრანგულ - ქართული უნივერსიტეტის პროექტების, სასწავლო და სამეცნიერო სფეროში ურთიერთთანამშრომლობის საკითხების განხილვა. შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, თსუ ადმინისტრაციული დეპარტამენტების ხელმძღვანელები, განათლების საერთაშორისო ცენტრისა და Erasmus+ საქართველოს ეროვნული ოფისის ხელმძღვანელები, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი და საფრანგეთის საელჩოს ატაშე საუნივერსიტეტო და სამეცნიერო თანამშრომლობის სფეროში.

მისამართი: ი.ჭავჭავაძის  გამზ.N1, თსუ I კორპუსი, რექტორატი. 

« იხ. ყველა ანონსი