2014-11-26

„პრაქტიკული ანთროპოლოგია“ - პრეზენტაცია

26 ნოემბერს, 15:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფიზიკურ ანთროპოლოგიაში ქართულ ენაზე შექმნილი პირველი სახელმძღვანელოს - „პრაქტიკული ანთროპოლოგია“ პრეზენტაცია გაიმართება. ღონისძიებას თსუ რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, სტუდენტები, პროფესორები დაესწრებიან.

„პრაქტიკული ანთროპოლოგია“ამ მიმართულების პირველი სახელმძღვანელოა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში. მასში საუნივერსიტეტო სწავლების მეთოდების გათვალისწინებით წარმოდგენილია თანამედროვე ფიზიკურ (ბიოლოგიურ) ანთროპოლოგიაში საყოველთაოდ აღიარებული  კვლევების შედეგები. სახელმძღვანელო ითვალისწინებს  უცხოელ ავტორთა, ასევე ქართული ანთროპოლოგიური სკოლის უახლეს კვლევათა მონაცემებს. სახელმძღვანელო გამოიცა თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კავკასიოლოგიის ინსტიტუტის  ბაზაზე.

„პრაქტიკული ანთროპოლოგია“ ავტორთა კოლექტივის მიერ არის შექმნილი (ლ. ბითაძე, ო. ცეცხლაძე, შ. ლალიაშვილი, მ. ჭკადუა, ე. კაკაბაძე) და არა მხოლოდ სახელმძღვანელოა სტუდენტებისათვის, არამედ არის კვლევათა შედეგების ახლებური გააზრება და საეტაპო ნაშრომი კავკასიის ხალხთა ფიზიკური ანთროპოლოგიის შესწავლის თვალსაზრისით.


მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, 115-ე (პეტრე მელიქიშვილის სახელობის) აუდიტორია


« იხ. ყველა ანონსი