2015-06-29

წიგნის "საქართველოს ეროვნული ვალუტის უსაფრთხოების პრობლემა და თანამედროვე გამოწვევები" პრეზენტაცია

29 ივნისს, 12:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში წიგნის  "საქართველოს ეროვნული ვალუტის უსაფრთხოების პრობლემა და თანამედროვე გამოწვევები" ("Security Problems & Modern Challenges of the Georgian National Currency") პრეზენტაცია გაიმართება.   

წიგნის ავტორები არიან თსუ ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დამფუძნებლები ოთარ ანგურიძე, ირაკლი დოღონაძე და ვახტანგ ჭარაია. გამოცემის რედაქტორი და წინასიტყვაობის ავტორია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი  ვლადიმერ პაპავა.

წიგნი ეძღვნება საქართველოს ეროვნული ვალუტის უსაფრთხოების საკითხებს; განხილულია უკანასკნელ პერიოდში ეროვნული ვალუტის გაცვლით კურსზე ზემოქმედი ადგილობრივი (საქართველოს მთავრობის, ეროვნული და კომერციული ბანკების ქმედებები) და საგარეო ფაქტორები (ფულადი გზავნილების, რუსეთ-უკრაინის კრიზისი, ნავთობის ფასების გავლენა, საერთაშორისო ორგანიზაციების როლი და სხვა). ნაშრომში აგრეთვე მოცემულია მდგომარეობის დაძლევის მოკლევადიანი და გრძელვადიანი რეცეპტები, როგორც ეროვნული ბანკისთვის, ასევე სამთავრობო ორგანოებისთვისაც.
ნაშრომი შესრულებულია ქართულ და ინგლისურ ენებზე.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. №1, თსუ პირველი კორპუსი, აუდიტორია №107




« იხ. ყველა ანონსი