2019-02-24

ეროვნული ბიზნეს ქეისების შეჯიბრი

24 თებერვალს, 12:00 საათზე ტექნოპარკში გაიმართება ბიზნეს ქეისების შეჯიბრი, რომელიც ხუთი წამყვანი უნივერსიტეტის სტუდენტებს აერთიანებს. საკონსულტაციო კომპანია TBSC-ის ინიციატივითა და უმაღლესი სასწავლებლების თანაორგანიზებით განხროციელებული პროექტის ფარგლებში, სტუდენტთა ხუთ გუნდს წინასწარ გადაეცა ჰარვარდის უნივერსიტეტის ბიზნეს ქეისი - Walmart Vs. Amazon.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის, კავკასიის უნივერსიტეტის და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის გუნდები საკუთარ ხედვას 24 თებერვალს სპეციალური ჟიურის წინაშე წარადგენენ. მოხდება რეალური კომპანიის/ბიზნეს გარემოს სიმულაცია, ჟიურის წევრებს მორგებული ექნებათ კომპანია ვოლმარტის უმაღლესი რგოლის მენეჯერების როლი და შეაფასებენ სტუდენტებს. გამარჯვებულები პრეზენტაციების შემდეგ გამოვლინდებიან, საგანგებოდ შემქნილი საპრიზო ფონდიდან მსხვილი ფულადი ჯილოდოებით დასაჩუქრდებიან და ბიზნეს სექტორის წამყვან პირებთან საქმიანი სადილის და სამუშაო დღის გატარების (ე.წ. „shadowing”) შესაძლებლობა მიეცემათ.

ბიზნეს ქეისების შეჯიბრის მიზანია ასწავლოს სტუდენტებს რეალური ბიზნეს პრობლემების გადაწყვეტა და ანალიტიკური აზროვნება.

მისამართი: ტექნოპარკი, ინოვაციების ქ N7, ოქროყანა.

« იხ. ყველა ანონსი