2015-06-13

„საერთაშორისო ურთიერთობები - დისციპლინა და თეორია“

13 ივნისს, 13.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დავით პატარაიას წიგნის „საერთაშორისო ურთიერთობები - დისციპლინა და თეორია“ პრეზენტაცია გაიმართება. ღონისძიებას თსუ რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, თსუ სტუდენტები, პროფესორები, მოწვეული სტუმრები დაესწრებიან.

წიგნი ეძღვნება საერთაშორისო ურთიერთობების დისციპლინასა და თეორიას. მასში განხილულია საერთაშორისო ურთიერთობების დისციპლინის წინაშე მდგომი თითქმის ყველა პრობლემა, სრულფასოვნადაა გაანალიზებული მრავალი დიდი მოაზროვნის შეხედულებები და ქმნილებები. წიგნი გათვლილია საერთშორისო ურთიერთობების, ასევე საერთშორისო სამართლის სტუდენტებისა და სპეციალისტებისთვის.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ პირველი კორპუსი, 107-ე (ივ. ჯავახიშვილის სახელობის) აუდიტორია

« იხ. ყველა ანონსი