2013-10-08

„ფამადიჰანა“- წიგნის პრეზენტაცია

8 ოქტომბერს, 17:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში     ჩიტო რუხაძის წიგნის „ფამადიჰანა“ (ქართული აკადემიური წიგნი, თბილისი 2013) გაიმართება. წიგნი გამოსცა გამომცემლობა “არტლაინსმა“. ფრანგულიდან თარგმნა ლია რუხაძემ.

მარი ელენ (ჩიტო) რუხაძე მამით ქართველი და დედით ფრანგია. იგი დაიბადა ნიცაში 1939 წელს. ჰუმანიტარული განათლება სორბონაში მიიღო. მუშაობდა განათლების სისტემაში, გამომცემლობებში.

პრეზენტაციას დაესწრებიან ავტორი ჩიტო რუხაძე, მთარგმნელი ლია რუხაძე, მაია ღამბაშიძე, გამომცემლობა „ქართული აკადემიური წიგნის“ წარმომადგენელი პაატა ნაცვლიშვილი, ნინო დოლიძე, როსტომ ჩხეიძე, ნანა ფურცელაძე და სხვები.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზირი №1, თსუ პირველი კორპუსი, ბიბლიოთეკა, მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზი


« იხ. ყველა ანონსი