2019-06-27
სამაგისტრო პროგრამების ღია კარის დღე
27 ივნისს, 15:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი გიწვევთ
სამაგისტრო პროგრამების ღია კარის დღეზე.
სამაგისტრო პროგრამების ღია კარის დღეზე ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თამარ გაგოშიძე, სამეცნიერო და სასწავლო სამსახურის წარმომადგენლები, ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობის წევრები, ასევე ფსიქოლოგიის დეპარტამენტის სამაგისტრო პროგრამების ხელმძღვანელები პირადად შეხვდებიან დაინტერესებულ პირებს, გააცნობენ ინფორმაციას პროგრამაზე სწავლების, საფაკულტეტო აქტივობების, სამეცნიერო საქმიანობის და სხვა საკითხების თაობაზე, ასევე მაგისტრანტობის მსურველებს მიაწოდებენ მათთვის მნიშვნელოვან და საინტერესო ინფორმაციას სამაგისტრო პროგრამების შესახებ.
დასწრება თავისუფალია.
მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 11 თსუ III კორპუსი, აუდიტორია 106.