2019-02-19

მრგვალი მაგიდა - “ანთროპოლოგიის განვითარების პერსპექტივები საქართველოში”

19 თებერვალს, 14:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება ანთროპოლოგთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი მრგვალი მაგიდა თემაზე - “ანთროპოლოგიის განვითარების პერსპექტივები საქართველოში”.

ეთნოლოგიური/ანთროპოლოგიური კვლევების ისტორია XIX საუკუნიდან ითვლება, როდესაც იწყებს ჩამოყალიბებას ეთნოლოგიური მეთოდიკა და ჩნდება თეორიული სკოლები. დისციპლინის განვითარება სხვადასხვა ეტაპებს მოიცავს. იცვლებოდა როგორც მეთოდოლოგიურ-თეორიული მიდგომები, ასევე ტერმინოლოგია და კვლევის თემატიკა. დარგის განვითარების ადრეულ ეტაპზევე გამოიკვეთა განსხვავებები დისციპლინის დასახელებასთან დაკავშირებით. ამ რეალობას გარკვეული ობიექტური მიზეზები გააჩნია. საქართველოში ეთნოლოგიური/ანთროპოლოგიური კვლევების დიდი ტრადიცია არსებობს, ამასთან, ანთროპოლოგია ვითარდება, როგორც თანამედროვე სამეცნიერო დარგი. მრგვალი მაგიდის მიზანია გაიმართოს დისკუსია დარგის განვითარების მდგომარეობისა და პრესპექტივების შესახებ.

მისამართი:ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, 202-ე აუდიტორია.
« იხ. ყველა ანონსი