2015-03-12
გრაკლიანი გორა - კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული კატეგორიის ძეგლი
12 მარტს, 13:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ მეცნიერები და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო საქართველოს მთავრობას გრაკლიანი გორის (კასპის რაიონი) კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული კატეგორიის ძეგლის სტატუსის მინიჭების ინიციატივით მიმართავს. ღონისძიებაზე გრაკლიან გორაზე აღმოჩენილი მრავალფეროვანი არტეფაქტი გამოიფინება.
გრაკლიანი გორის განსაკუთრებული მნიშვნელობა რამდენიმე ფაქტორში გამოიხატება. გრაკლიან გორაზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად ქვის ხანიდან ანტიკურ პერიოდამდე საზოგადოების განვითარების უწყვეტი ციკლი დადასტურდა. მრავალფენიანი არქეოლოგიური ძეგლის ისტორია მოიცავს დაახლოებით 1.5-2 მილიონ წელს, რაც დადასტურებულია ამ ტერიტორიაზე აღმოჩენილი უძველესი ქვის იარაღებით. გარდა ამისა, აქვე აღმოჩენილია 10 სხვადასხვა პერიოდის არქეოლოგიური მასალის შემცველი კულტურული ფენა. განსაკუთრებით კარგად არის შემონახული ძველი წელთაღრიცხვის პირველი ათასწლეულის შუახანების ნაშთები. დიდი მნიშვნელობისაა ძველი წელთაღრიცხვის მე-5-4 საუკუნეების ტაძრები და მცირე არქიტექტურული ფორმები. აღმოჩენილია ცივილიზაციის სხვადასხვა ცენტრებში დამზადებული ნაწარმი, როგორიცა ძველი წელთაღრიცხვის IV ათასწლეულში სამხრეთ მესოპოტამიაში დამზადებული საბეჭდავები; ასევე ირანში, საბერძნეთში, ფინიკიასა და ეგვიპტეში დამზადებული ნივთები.
გრაკლიან გორაზე არქეოლოგიური გათხრები 2007 წელს დაიწყო, სადაც თსუ სტუდენტებისთვის სამეცნიერო პრაქტიკის ბაზა ჩამოყალიბდა.
მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, მუზეუმი (მესამე სართული)
« იხ. ყველა ანონსი