2009-12-08
მაასტრიხტის უნივერსიტეტის დელეგაცია - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა მაასტრიხტის უნივერსიტეტის (ჰოლანდია) დელეგაცია. 10 დეკემბერს 10:00 საათზე თსუ-ის რექტორს გიორგი ხუბუას და პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდებიან: ჰუმანიტარული მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი ლუის ბუნი, ეკონომიკის ფაკულტეტის წარმომადგენელი ტომ ვან ვიინი და მანუელა ჰაინსი (პრობლემებზე დაფუძვნებული სწავლება) ტრენერი. ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერება ორ უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ხელშეკრულებას.
15:00 საათზე იგეგმება შეხვედრა თსუ-ის ეკონოკმიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლებლებთან. ვიზიტის მიზანია თსუ–სა და მაასრტიხტის უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის სფეროებისა და გეგმების განხილვა.
« იხ. ყველა ანონსი