2015-06-25

ქართველ ემიგრანტთა დღე თსუ-ში

25 ივნისს, 16.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ემიგრაციის მუზეუმში ქართველ ემიგრანტთა დღე გაიმართება.

ღონისძიება ეძღვნება ნიუ-იორკში მცხოვრები უხუცესი ემიგრანტების - ნიკო თოფურიასა და მამია ზაქრაძის საიუბილეო 95-ე წლისთავს, 2014 წლის 27 მარტს ვაშინგტონში გარდაცვლილი უხუცესი ემიგრანტის პეტრე ხვედელიძის დაბადებიდან 97-ე წლისთავს.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართება ნიუ-იორკში მცხოვრების ქართველი ებრაელი მხატვრის ცისანა ჯანაშვილის დაბადებიდან 60 წლისთვისადმი მიძღვნილი პერსონალური გამოფენა და ქართველ ემიგრანტთა მსოფლიო ლიგის პერიოდული გამოცემის ჟურნალ „ემიგრანტის ხმის“ პრეზენტაცია.

მისამართი: ი. ჭავჭვაძის გამზ. 13, თსუ მერვე კორპუსი, ქართული ემიგრაციის მუზეუმი

« იხ. ყველა ანონსი