2015-03-12
შეხვედრა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატ ნინო გვენეტაძესთან
12 მარტს, 17.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატ
ნინო გვენეტაძესთან შეხვედრა გაიმართება.
შეხვედრის მიზანია, ნინო გვენეტაძის სამოქმედო პროგრამისა და ხედვის გაცნობა სასამართლო სისტემის წინაშე მდგარი პრობლემების, გამოწვევებისა და მათი მოგვარების გზებზე.
შეხვედრას დაესწრებიან აკადემიური და პროფესიული წრეების, მართლმსაჯულებისა და ადამიანის უფლებებზე მომუშავე სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, სტუდენტები და სხვა დაინტერესებული პირები. მათ შესაძლებლობა ექნებათ, კანდიდატს დაუსვან შეკითხვები და მონაწილეობა მიიღონ დისკუსიაში.
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატთან შეხვედრა საინიციატივო ჯგუფის მიერ არის ორგანიზებული (“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, “იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდი“, “ადამიანის უფლებათა ცენტრი“, “ადამიანის უფლებათა პრიორიტეტი“, “საზოგადოებრივი დამცველი“, “საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია“, “ლიბერალური აკადემია - თბილისი“).
მისამართი: ი.ჭავჭავაძის № 1, თსუ პირველი კორპუსი, აუდიტორია № 115
« იხ. ყველა ანონსი