2015-07-05

„ვკითხულობთ რომანტიზმს (ფრანგული რომანტიზმი და ქართველი პოეტი ნ. ბარათაშვილი)“

5 ივლისს, 18:00  საათზე კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მცირე სცენაზე ჩატარდება საღამო „ვკითხულობთ რომანტიზმს (ფრანგული რომანტიზმი და ქართველი პოეტი ნ. ბარათაშვილი)“.

საღამოს დაწყების წინ ბატონი ოთარ ზურაბიშვილი საფრანგეთში მყოფ ქართველთა სათვისტომოსა და თსუ-ს შორის არსებული მემორანდუმის ფარგლებში დაარსებული ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის სტიპენდიას გადასცემს ფრანგული ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამის ორ საუკეთესო სტუდენტს: სალომე გაბელიას და ელენე დევნოზაშილს, რის შემდეგაც  ფრანგული ფილოლოგიის სტუდენტები წარმოადგენენ  პროექტს „ვკითხულობთ რომანტიზმს“.

საღამოს ორგანიზატორები არიან ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ნანა გუნცაძე, საფრანგეთში მყოფ ქართველთა სათვისტომოს პრეზიდენტი ოთარ ზურაბიშვილი, თბილისშიფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს წარმომადგენელი თამარ ღარიბაშვილი.

მისამართი: მარჯანიშვილი ქ. №8, კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი, მცირე სცენა

« იხ. ყველა ანონსი