2015-06-29
ფოტოგამოფენა „ჯავახეთის 2014 წლის სტუდენტური ექსპედიცია“
29 ივნისს, 14:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნება „ჯავახეთის 2014 წლის სტუდენტური ექსპედიციის“ ფოტოგამოფენა. ღონისძიებას დაესწრებიან თსუ პროფესორები, სტუდენტები, საპატრიარქოს წარმომადგენლები, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და არასამთავრობო ორგანიზაცია „World Vision”-ის წარმომადგენლები.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება 2014 წლის ექსპედიციის ამსახველი ფოტო-მასალა. 2014 წელს თსუ–ს სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს ახალქალაქში გალავნის მშენებლობაში, რომელზეც სააღდგომო ღვთისმსახურებისას დაიდგა სამლოცველო კარავი; სტუდენტებმა ასევე დაასუფთავეს ახალქალაქში მდებარე უძველესი ციხეების მიმდებარე ტერიტორია, მეჩეთი, მოინახულეს ადილობრივი ღირსშესანიშნაობები, ეკლესია–მონასტრები და ადგილობრივ მოსახლოებასთან ერთად, გამართეს სპორტული და კულტურულ-შემეცნებითი აქტივობები. ფოტოგამოფენის გარდა, მოეწყობა ჯავახეთის პირველი სტუდენტური ექსპედიციის ფილმის „ფარავანი 2001“-ის ჩვენება.
2001 წლიდან საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქის ილია II -ის ლოცვა - კურთხევითა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანადგომით, ყოველწლიურად 14 ივლისიდან 14 აგვისტომდე, ეწყობა ერთთვიანი საზაფხულო ექსპედიციები ჯავახეთში. ერთთვიან ექსპედიციებში სტუდენტები სხვადასხვა საქმიანობით არიან დაკავებულნი: მონაწილეობენ ადგილობრივი უძველესი ეკლესია-მონასრტრების აღდგენით სამუშაოებში, ეხმარებიან მართმადიდებლური ეკლესიის მსახურებს სამონასტრო საქმიანობაში, აწყობენ ექსკურსიებს, ეცნობიან სამცხე - ჯავახეთს და ამავე დროს სოფლის მოსახლეობასთან ერთად აწყობენ კულტურულ-გასართობ საღამოებს.
2015 წლის 14 ივლისიდან 14 აგვისტომდე იგეგმება ექსპედიცია სამცხე - ჯავახეთის სოფელ ოკამში. ექსპედიცია ითვალისწინებს სოფელში ტაძრის აღსადგენად მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარებას, რომელშიც თსუ - ს 20 სტუდენტი ჩაერთვება.
მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, მესამე სართული, თსუ მუზეუმის საგამოფენო დარბაზი
« იხ. ყველა ანონსი