2015-05-22
„სახელმწიფო შესყიდვები საქართველოში: ტენდენციები და გამოწვევები“
22 მაისს, 15:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო
უნივერსიტეტში ადმინისტრაციულ მეცნიერებათა ინსტიტუტი რიგით მე-4 ფორუმს
„სახელმწიფო შესყიდვები საქართველოში: ტენდენციები და გამოწვევები“
გამართავს.
ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ როგორც აკადემიური წრეების წარმომადგენლები, ასევე სახელმწიფო დაწესებულებების და უწყებების მოხელეები, რომლებსაც თავიანთ პრაქტიკულ საქმიანობაში უშუალო შეხება აქვთ სახელმწიფო შესყიდვებთან და ყოველდღიურად უწევთ ამ დარგში არსებული რეგულაციების გამოყენება და შესაბამისად არსებული პრობლემური საკითხების გადაჭრა. ფორუმში ასევე მიიღებს მონაწილეობას გერმანელი ექსპერტი შპაიერის ადმინისტრაციული მეცნიერებათა უნივერსიტეტიდან მიხეილ მირშბერგერი, რომელიც წარმოადგენს გერმანიაში მოქმედ რეგულაციებს სახელმწიფო შესყიდვების დარგში.
მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, 101-ე აუდიტორია
« იხ. ყველა ანონსი