2015-04-30

სიმპოზიუმი „გადამწერის შეცდომიდან ახალ ტექსტებამდე: შეიძლება თუ არა შეიცვალოს (წმინდა) წერილი“

30 აპრილს, 10:30 საათზე   ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება საერთაშორისო სიმპოზიუმი „გადამწერის შეცდომიდან ახალ ტექსტებამდე: შეიძლება თუ არა შეიცვალოს (წმინდა) წერილი“. სიმპოზიუმის მონაწილეები არიან იუდაისტიკის, გვიანანტიკური და ბიზანტიური ფილოლოგიის წარმომადგენლები და ახალგაზრდა მეცნიერები.

მოხსენების ძირითადი ნაწილი შეეხება ბიბლიის წიგნთა - ორიგინალისა და თარგმანების - ტექსტუალურ მრავალფეროვნებას.
კონფერენცია  შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით გაიმართება.

სიმპოზიუმი 3 მაისს დასრულდება.

მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზ.1,  თსუ I კორპუსი, 107-ე აუდიტორია

« იხ. ყველა ანონსი