2015-06-05

გლობალური სამოქალაქო დებატები თემაზე: „კლიმატის ცვლილება“

5 ივნისს,  09:30 საათზე  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გლობალური სამოქალაქო დებატები „კლიმატის ცვლილება“ გაიმართება.    

ღონისძიებას თსუ რექტორის მოადგილე იოსებ სალუქვაძე, საფრანგეთის ელჩი საქართველოში რენე სალენსი, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი, გაეროს მუდმივი კოორდინატორი და გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში ნილს სკოტი დაესწრებიან.  დებატებში ასევე მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა სტრუქტურის წარმომადგენლები, ყველა პროფესიისა და გეოგრაფიული მდებარეობის გათვალისწინებით, რათა მოქალაქეებს მიეცეთ საშუალება თავიანთი აზრი გამოთქვან დედამიწაზე მიმდინარე კლიმატურ გამოწვევებთან დაკავშირებით.

ყველაზე დიდ საჯარო დებატებში „კლიმატის ცვლილება“ მსოფლიოს 100 ქვეყანაში, 10 000–მდე მოქალაქე მიიღებს მონაწილეობას. ღონისძიება მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს მოქალაქეებს ჩაერთონ „COP21-მხარეების კონფერენცია 21”-ის დემოკრატიულ გადაწყვეტილებებში.
სამოქალაქო დებატების„კლიმატის ცვლილება“ მთავარი ორგანიზატორები საქართველოში არიან CENN და გეო–ეკო ალიანსი.

ღონისძიების პარტნიორები არიან საფრანგეთის საელჩო საქართველოში, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო.

მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, 115-ე აუდიტორია

« იხ. ყველა ანონსი