2010-03-10
იაპონური ენისა და კულტურის ცენტრის გახსნა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იაპონური ენისა და კულტურის ცენტრი იხსნება.
12 მარტს, 13:00 საათზე იაპონიის მთავრობის კულტურული გრანტის ფარგლებში ცენტრს იაპონური ენის შესწავლის აპარატურა გადაეცემა. ოფიციალურ ცერემონიალს იაპონიის ელჩი საქართველოში
მასაიოში კამოჰარა გახსნის.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოში იაპონიის საელჩოს აქტიური თანამშრომლობით, იაპონიისა და საქართველოს მთავრობების მხარდაჭერით, სახელმწიფო უნივერსიტეტი იაპონიის კულტურული გრანტის პროექტის ბენეფიციარი გახდა. 2009 წლის 12 თებერვალს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სისტემას შორის ხელშეკრულება გაფორმდა. ხელშეკრულება ითვალისწინებს თსუ-ში იაპონური ენის სწავლებისათვის კულტურული გრანტის გამოყოფას. სახელმწიფო უნივერსიტეტსა და კორპორაცია „მიცუბიშს“ შორის დადებული შეთანხმების თანახმად, იაპონური ენისა და კულტურის ცენტრს ტექნიკური აღჭურვილობა და საგანმანათლებლო მასალები გადაეცემა.
იაპონური ენისა და კულტურის ცენტრის გახსნას განათლების სამინისტროს, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრებიან.
მის: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის V კორპუსი, III სართული, აუდიტორია №306
« იხ. ყველა ანონსი

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი
მის: ჭავჭავაძის №3
ტელ: 22 23 91; 36 88 50
ელ.ფოსტა: tsupr@tsu.ge