2019-06-03

ლიამ თორნტონის საჯარო ლექციათა ციკლი

3-7 ივნისს, 19:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტს სალექციო კურსის წასაკითხად სტუმრობს დუბლინის (ირლანდია) უნივერსიტეტის სამართლის სკოლის პროფესორი დოქტორ ლიამ თორნტონი. სალექციო კურსს ესწრებიან ევროპისმცოდნეობის სამაგისტრო პროგრამის, ადამიანის უფლებებსა და დემოკრატიზაციაში ერთობლივი რეგიონული სამაგისტრო პროგრამის, ერასმუს+ გაცვლითი პროგრამისა და თსუ-ის სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტები.  სალექციო კურსის თემაა  „EU Asylum Law“ და მიმდინარეობს ინგლისურ ენაზე,

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. N3, თსუ II კორპუსი, მე-4 სართული, ოთახი N406. 
« იხ. ყველა ანონსი