2019-02-23
თბილისის მე-8 საერთაშორისო ფრი-მუთი
23 თებერვალს, 10.00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაგრძელდება თბილისის მე-8 საერთაშორისო ფრი-მუთი. ღონისძიებას ორგანიზებას უწევს არბიტრაჟის ინიციატივა საქართველო Willem C. Vis სახელობის საერთაშორისო კომერციული არბიტრაჟის იმიტირებული პროცესების ფარგლებში.
Willem C. Vis სახელობის იმიტირებული პროცესების შეჯიბრი მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული შეჯიბრია საერთაშორისო კომერციულ არბიტრაჟში. შეჯიბრის ფინალური ეტაპი ყოველწლიურად ვენაში იმართება და მასში სხვადასხვა ქვეყნის ასეულობით გუნდი მონაწილეობს. ფინალური ეტაპის გამართვამდე მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქები მართავენ მოსამზადებელ შეჯიბრებს (Pre-Moots). თბილისი უკვე მე-8 წელია მასპინძლობს თბილისის საერთაშორისო ფრი-მუთს.
წლევანდელი შეჯიბრის მონაწილე საერთაშორისო გუნდებს შორის არიან: Aarhus University (დანია), University of Passau (გერმანია), University of Hamburg (გერმანია), Bucerius Law School (გერმანია), Humboldt University of Berlin (გერმანია), University of Bonn (გერმანია), University of Düsseldorf (გერმანია), National Research University Higher School of Economics (რუსეთი), Moscow State Institute of International Relations (რუსეთი), the S. S. Alexeev Private Law Research Centre (Russian School of Private Law) (რუსეთი), American University of Central Asia (ყირგიზეთი), Armenian Law school (სომხეთი), Baku State University (აზერბაიჯანი).
ქართულ გუნდებს შორის არიან: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თსუ), თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA), საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტ, საქართველოს უნივერსიტეტი (UG), და პირველად ფრი-მუთის ისტორიაში კავკასიის უნივერსიტეტი (CU).
თბილისის ფრი-მუთის სამდღიანი ღონისძიება 22 თებერვალს გახსნითი ცერემონიით და მცირე კონფერენციით დაიწყება. კონფერენციის თემატიკა მიმდინარე წლის შეჯიბრის აქტუალურ საკითხებს შეეხება. 23-24 თებერვალს გაიმართება ზეპირი რაუნდები, სადაც არბიტრებად მოწვეულნი იქნებიან არბიტრაჟის სფეროში საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები, იურიდიული ფირმების პარტნიორები და პრაქტიკოსი იურისტები.
ფრი-მუთის პირველი დღის ექსკლუზიური სპონსორია EY Georgia, რომელიც გახსნით ცერემონიასთან ერთად უმასპინძლებს არბიტრების სოციალურ ღონისძიებას (Reception for the Arbitrators). ზეპირი რაუნდებს 2012 წლიდან ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თსუ) მასპინძლობს. AIG განსაკუთრებულ მადლობას უხდის ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამას (UNDP) და კანონის უზენაესობის მხარდაჭერას საქართველოში (PROLoG) მათი ფინანსური მხარდაჭერისთვის. გერმანულ, აზერბაიჯანული და სომხური გუნდების შეჯიბრში მონაწილეობას ტრადიციულად გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) უწევს მხარდაჭერას. ღონისძიების ორგანიზატორია არბიტრაჟის ინიციატივა საქართველო (AIG).
მისამართი: ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსი
აუდიტორიები: 304, 305, 306, 308, 309, 310, 320, 321 და ბარის ტერიტორია.