2014-12-04
საინფორმაციო შეხვედრა პროექტ ,,Smart-up Georgia”-ს შესახებ
4 დეკემბერს, 14:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში
ესტონურ-ქართული პროეტის ,,Smart-up Georgia“ შესახებ საინფორმაციო ღონისძიება გაიმართება.
შეხვედრას დაესწრებიან ესტონური კომპანია BDA Consulting OÜ-ის წარმომადგენლები, ესტონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში პრიიტ ტურკი, პროექტის სპონსორი კომპანიებისა და პარტნიორი უნივერსიტეტების წარმომადგენლები.
პროექტი ,,Smart-up Georgia ” ესტონური კომპანია BDA Consulting OÜ-ის მიერ არის ინიცირებული და ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება. მისი მიზანია ტრენინგ-პროგრამების საშუალებით სტუდენტების მომზადება მცირე ბიზნესის განსავითარებლად. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად პროექტში მონაწილეობს საქართველოში აკრედიტირებული 21 უმაღლესი საგანმანათებლო დაწესებულება.
პროექტის განხორციელების პერიოდია 2014 წლის ნოემბერი - 2015 წლის ივნისი, რომლის განმავლობაშიც სტუდენტები გამოცდილი უცხოელი სპეციალისტების მენტორობით დაეუფლებიან ბიზნეს იდეის განვითარებისა და განხორციელებისათვის საჭირო უნარ-ჩვევებს, მონაწილე გუნდებს შორის ჩატარდება კონკურსი და წარმატებული პროექტის ავტორები დაჯილდოვდებიან ფულადი პრიზით (საპრიზო ფონდი 10,000 ლარი) და ერთკვირიანი სასწავლო ტურით ესტონეთის რესპუბლიკაში.
„Smart-up Georgia”-ს შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია პროექტის ოფიციალურ ვებგვერდზე: http://smartupgeorgia.com და Facebook-ის გვერდზე: https://www.facebook.com/smartupgeorgia
მისამართი: ი.ჭავჭავაძის №1, თსუ I კორპუსი, სააქტო დარბაზის ფოიე
« იხ. ყველა ანონსი