2015-05-16
“ვიქტორინა 2014–2015”- ფინალი
16 მაისს, 12.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი ატარებს ვიქტორინა 2014–2015-ის ფინალურ ტურს X-XII კლასის მოსწავლეთათვის. ფინალურ ტურში მონაწილეობს ნახევარფინალურ ტურში გამარჯვებული საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების 9 გუნდი.
თითოეულ გუნდში 5 მოსწავლეა, გუნდებს მიეცემათ 18 შეკითხვა: 3-3 შეკითხვა საგნებიდან: მათემატიკა, ფიზიკა, გეოგრაფია, ბიოლოგია, ქიმია; ხოლო 3 შეკითხვა ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის შესახებ. ყოველი მონაწილე გუნდის თითოეულ წევრს გადაეცემა სერტიფიკატი და სამახსოვრო სუვენირი.
მისამართი: უნივერსიტეტის ქ. 13, თსუ მე – 11 (ბიოლოგების) კორპუსი, აუდიტორია 107
« იხ. ყველა ანონსი