2015-05-16

“ვიქტორინა 2014–2015”- ფინალი

16 მაისს, 12.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი ატარებს ვიქტორინა 2014–2015-ის ფინალურ ტურს X-XII კლასის მოსწავლეთათვის. ფინალურ ტურში მონაწილეობს ნახევარფინალურ ტურში გამარჯვებული საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების 9 გუნდი.

თითოეულ გუნდში 5 მოსწავლეა,  გუნდებს მიეცემათ 18 შეკითხვა: 3-3 შეკითხვა საგნებიდან: მათემატიკა, ფიზიკა, გეოგრაფია,  ბიოლოგია, ქიმია;  ხოლო 3 შეკითხვა ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის შესახებ.  ყოველი მონაწილე გუნდის თითოეულ წევრს გადაეცემა სერტიფიკატი და სამახსოვრო სუვენირი.

მისამართი: უნივერსიტეტის ქ. 13, თსუ მე – 11 (ბიოლოგების) კორპუსი, აუდიტორია 107

« იხ. ყველა ანონსი