2015-07-07
სტუდენტური კონკურსის „თაობა L” დაჯილდოების ცერემონია
7 ივლისს, 12:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლიტერატურულ-შემეცნებითი კონკურსის "თაობა L" დაჯილდოების ცერემონია გაიმართება. პროექტის გამარჯვებული გამომცემლობა პალიტრა L-ის მიერ დაწესებულ მთავარ პრიზს - 1000 ლარს მიიღებს. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და გამომცემლობის სპეციალური პრიზებით პროექტის ყველა ფინალისტი დაჯილდოვდება.
დაჯილდოების შემდეგ დაგეგმილია გიორგი კეკელიძის საჯარო ლექცია "გზა", რომელიც წიგნიერების მნიშვნელობას მიეძღვნება.
შემეცნებითი პროექტი უნივერსიტეტის ყველა სტუდენტისათვის 23 აპრილს დაიწყო და ორი თვის განმავლობაში გრძელდებოდა. კონკურსანტები რამდენიმე დღის ინტერვალით პროექტისათვის შერჩეულ წიგნებს კითხულობდნენ და შემდეგ მათთვის მომზადებულ ტესტებს წერდნენ. საერთო რეიტინგში ყველაზე მაღალი - 10 ქულის მქონე კონკურსანტები ერთმანეთს ფინალში შეხვდნენ. პროექტის ორგანიზატორებმა სხვადასხვა ჟანრის და სტილის წიგნები შეარჩიეს:
1. დეიდა ტულა (მიგელ დე უნამუნო)
2. დიდი გეტსბი (ფრენსის სკოტ ფიცჯერალდი)
3. მაკულატურა (ჩარლზ ბუკოვსკი)
4. მექანიკური ფორთოხალი (ენტონი ბერჯესი)
5. მობი დიკი (ჰერმან მელვილი)
6. ოსტენდელი მეოცნებე (ერიკ ემანუელ შმიტი)
7. ცხოველების ფერმა (ჯორჯ ორუელი)
8. ფირმა (ჯონ გრიშემი)
9. ძაღლის გული (მიხაილ ბულგაკოვი)
10. ბაბუაწვერას ღვინო (რეი ბრედბერი)
პროექტის თითოეულ ეტაპზე გამოვლინდა ტურის ლიდერი, რომელიც სამახსოვრო საჩუქრებითა და სერტიფიკატებით დაჯილდოვდა, კონკურსის ფარგლებში ჩატარდა 8 ონლაინ ვიქტორინა, რომლის გამარჯვებულებიც პრიზებს და დამატებით 2 ქულას იღებდნენ. პროექტის იდეა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს ეკუთვნით და მას უნივერსიტეტი და გამომცემლობა „პალიტრა L“ უკვე მეორე წელია ერთობლივად ახორციელებენ. პროექტის მიზანია ახალგაზრდების წიგნიერების ხელშეწყობა და კონკურსის ფორმით სტუდენტებისთვის მეტი მხატვრული ლიტერატურის შეთავაზება.
მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ I კორპუსი, მელიქიშვილის სახელობის აუდიტორია #115
« იხ. ყველა ანონსი