2015-06-06

საერთაშორისო კონფერენცია "მოქალაქე და სამოქალაქო განათლება პოსტ-სოციალისტურ სახელმწიფოებში"

6 ივნისს, 10.30 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში „სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაციის“ ორგანიზებით  გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია "მოქალაქე და სამოქალაქო განათლება პოსტ-სოციალისტურ სახელმწიფოებში".

კონფერენციაზე მკვლევრები და მეცნიერები საქართველოდან, რუსეთიდან, სომხეთიდან, უნგრეთიდან, თურქეთიდან, ტაჯიკეთიდან, უკრაინიდან, პოლონეთიდან და დიდი ბრიტანეთიდან წარმოადგენენ მოხსენებებს სამოქალაქო განათლების სხვადასხვა ასპექტების შესახებ.

ღონისძიება USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით, IFES საქართველოს მიერ განხორციელებული პროგრამის „საარჩევნო პროცესების გაძლიერება“ (SEP) ფარგლებში ხორციელდება.

კონფერენცია 7 ივნისს დასრულდება.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, 107-ე აუდიტორია

« იხ. ყველა ანონსი